მთავარი კონტენტი
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 | 17:00
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სიმბოლურია, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი დგას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გვერდით იმ ფონზე, როცა საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე

Prime Time 17 ივლისი, 2026 · 12:53 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ძალიან სიმბოლურია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, იმ ფონზე, როცა საუბარია საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე, სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას და ზოგიერთი ტელევიზია ამას საერთოდ არ ამჩნევს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეს არის ძალიან კარგი ჟესტი მასპინძლების მხრიდან.

„ამას განსაკუთრებულ ხარისხში ნუ ავიტანთ, ჩვეულებრივი ამბავია, ძალიან პოზიტიური. ხაზს ვუსვამ სიტყვებს – შესაძლო ნორმალიზების გზაზე, ეს არის ძალიან კარგი ჟესტი მასპინძლების მხრიდან. მეორე – დიახ, საქართველოს აქვს ძალიან მწვავე და მწარე გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, რაზეც დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მისი ხელმძღვანელები საუბრობენ, განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან. საქართველომ საკუთარ თავზე ძალიან მძიმედ გამოსცადა ის, რაზეც დღეს, შესაძლოა, ცოტა დაგვიანებით, თუმცა ძალიან კარგია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, საუბრობენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები. ეს მწარე გამოცდილება გვეხმარება ჩვენ სწორი ანალიზის გაკეთებაში და, რაც მთავარია, ქართველ ხალხს ეხმარება სწორი დასკვნების გამოტანაში“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.