მთავარი კონტენტი
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 | 17:00
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – როცა 4 წელიწადში გიწყობენ რევოლუციის ხუთ მცდელობას, ეს არის პოლიტიკური ტერორი, უცხოური აგენტურის დაკვეთა – კელი დეგნანის განცხადებაც, რომ კონკრეტული კანონის მიღება იყო „შავი დღე დემოკრატიისთვის“, წარმოადგენდა პოლიტიკური ტერორის აქტს

IPN.ge 17 ივლისი, 2026 · 13:10 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

როდესაც ოთხი წლის განმავლობაში გაქვს ქვეყანაში რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც ოთხი არის ძალადობრივი, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ტერორი. ამით არის მუდმივად დაკავებული აგენტურა, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ჩვენც ვუწოდებდით, თუმცა ოპოზიციას მათ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა პოლიტიკური ტერორის აღსაკვეთად, მათ შორის „გამჭვირვალობის კანონი“ იყო სწორედ კანონი პოლიტიკური ტერორის წინააღმდეგ.

„საქართველოს მაგალითი ერთ-ერთი საუკეთესოა, როდესაც საუბარი გვაქვს ჩვენ პოლიტიკურ ტერორზე. ჯერ გავიხსენებ 2004-2012 წლის მოვლენებს, როდესაც პოლიტიკური ტერორის ქვეშ იყო ქართველი ხალხი და ამას აკეთებდა სწორედ გარედან მართული აგენტურა, რომელიც ხელისუფლებაში იყო მაშინ ჩვენს ქვეყანაში. ამის შემდეგაც, განსაკუთრებით რომ ავიღოთ ბოლო წლები, 2020 წლის ბოლოდან პერიოდი, მუდმივი პოლიტიკური ტერორის ქვეშ არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა. რა პროცესები გამოვიარეთ – რევოლუციის მარტო ხუთი მცდელობა გამოვიარეთ. ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ტერორი. როდესაც ოთხი წლის განმავლობაში გაქვს ქვეყანაში რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც ოთხი არის ძალადობრივი, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ტერორი. ამით არის მუდმივად დაკავებული აგენტურა, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ჩვენც ვუწოდებდით, თუმცა ოპოზიციას მათ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ. ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, რომელსაც აქვს ერთადერთი დავალება, ერთადერთი დაკვეთა – ეს არის სწორედ ის, რომ მუდმივი პოლიტიკური ტერორის ქვეშ უნდა ამყოფონ საქართველოს მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით ამ პოლიტიკური ტერორის აღსაკვეთად, მათ შორის გამჭვირვალობის კანონი იყო სწორედ კანონი პოლიტიკური ტერორის წინააღმდეგ. სხვა ნაბიჯები რაც გადაიდგა, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებები, სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული ნორმების გამკაცრება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, მათ შორის ის რეგულაციები, რომლებიც უკავშირდება სიძულვილის გავრცელებას, ეს ყველაფერი არის კანონმდებლობა და ნაბიჯები პოლიტიკური ტერორის წინააღმდეგ. თქვენ გახსოვთ, როდესაც ჩვენ ვიღებდით გამჭვირვალობის შესახებ კანონს, გამოვიდა წინა ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მაშინდელი ელჩი და განაცხადა, რომ ეს იყო „შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის“. „სუპერ სამშაბათი“ არის აქეთ და შავი დღე დემოკრატიისთვის – ერთი და იგივე ფარსია ეს „სუპერ სამშაბათიც“ და ეს „შავი დღე დემოკრატიისთვის“, ერთიც და მეორეც. ესეც პოლიტიკური ტერორის აქტი იყო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ის განცხადება, რომელიც გააკეთა ამერიკის ყოფილმა ელჩმა, კელი დეგნანმა, იყო პოლიტიკური ტერორის აქტი, როდესაც სამარცხვინო ტყუილი აკადრა ქართველ ხალხს და ამით ხელოვნურად წაახალისა რევოლუციური პროცესები ქვეყანაში.