მთავარი კონტენტი
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 | 17:01
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ “თამოსკინს” დარღვევა დაუდგინა – რა დეტალებზეა საუბარი განცხადებაში

Ambebi.ge 17 ივლისი, 2026 · 13:35 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ “თამოსკინს” დარღვევა დაუდგინა. ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

“მომხმარებლის განცხადების საფუძველზე ჩატარებული შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მოვაჭრემ პროდუქცია მომხმარებელს შეთანხმებულ ვადაში არ მიაწოდა, ხოლო შეკვეთის გაუქმების შემდეგ თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა.

GCCA-ის შეფასებით, აღნიშნული ქმედება არღვევს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ეწინააღმდეგება სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებს და არსებითად აზიანებს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესებს.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა – 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

კანონის თანახმად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრე შეიძლება დაჯარიმდეს წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2%-ის ოდენობით. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს” – ნათქვამია ინფორმაციაში.