მთავარი კონტენტი
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 | 19:00
სწრაფი სიახლე
ტექნოლოგიები

მარიამ ქვრივიშვილი ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ გამოფენაზე იმყოფებოდა

Prime Time 17 ივლისი, 2026 · 16:55 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ გამოფენას ეწვია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე დელეგაციებს მასპინძლობა გაუწია შანხაის მერის მოადგილემ ჭუ მინმა.

მათივე ცნობით, კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე გაეცნობოდნენ უახლეს ციფრულ მიღწევებსა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, მოადგილეები: გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი მონაწილეობენ.