მთავარი კონტენტი
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 | 21:40
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

საფრანგეთში უამინდობას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა, 53 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

Prime Time 17 ივლისი, 2026 · 19:43 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

საფრანგეთში ქარიშხლისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, სენტ-ვიქტურნიენში ქალს ხე დაეცა და დაიღუპა. დოლომიეში მდებარე ერთ-ერთ სახელოსნოში, რომელსაც მეხის დაცემის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა, მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, 53 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ასევე, უამინდობის შედეგად პარიზი-ტულუზას მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია.