მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 03:14
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი – უკრაინასთან „მიგ-29“ თვითმფრინავების დრონების სანაცვლოდ წინადადებაზე მოლაპარაკებები გრძელდება და იმედი მაქვს, წარმატებით დასრულდება

IPN.ge July 9, 2026 11:07 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება, დრონების სანაცვლოდ „მიგ“ თვითმფრინავების გადაცემაზე და იმედი მაქვს, წარმატებით

დასრულდება, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.

კერძოდ, კოსინიაკ-კამიშს უკრაინისთვის „მიგ-29“ საბრძოლო თვითმფრინავების უპილოტო ტექნოლოგიების სანაცვლოდ გადაცემაზე ჰკითხეს. მან აღნიშნა, რომ საუბრები გრძელდება უკრაინაში ომიდან მიღებული გაკვეთილების პოლონეთის თავდაცვით სისტემაში ინტეგრაციისთვის.

„ნათელი წინადადება არსებობს: „მიგ“-ები დრონების სანაცვლოდ. უკრაინულმა მხარემ თქვა „კი“, შემდეგ ფიქრი დაიწყეს. ახლა საუბრებში დაბრუნდნენ და ეს კარგი რამეა. იმედი მაქვს, რომ ეს წინადადება წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.