მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 02:59
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ესპანეთში ტყის მასშტაბურ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა – დაღუპულია 12 ადამიანი, დაშავებულია 6

Prime Time July 10, 2026 9:06 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ანდალუსიის რეგიონში, ალმერიის პროვინციის ბედარის მუნიციპალიტეტში გაჩენილმა ტყის მასშტაბურმა ხანძარმა მძიმე შედეგები გამოიწვია.

ანდალუსიის რეგიონული მთავრობის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო  6 დაშავდა.

ადგილზე მეხანძრეები და საგანგებო სამსახურები კვლავ განაგრძობენ მუშაობას. ხანძრის გავრცელების შესაჩერებლად მობილიზებულია სახანძრო ტექნიკა და ავიაცია.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ხელისუფლება აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო დაზარალებულებისთვის დახმარების ღონისძიებები უკვე დაწყებულია.

როგორც BBC წერს, მაშველები ტერიტორიის სრულ შემოწმებას აგრძელებენ და არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.