მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 | 17:18
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

უნგრეთის მთავრობამ ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიის მიერ ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

IPN.ge 20 ივლისი, 2026 · 23:03 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

უნგრეთის მთავრობამ ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიის მიერ ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო , – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა გამოაცხადა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა პარლამენტში დეპუტატებს განუცხადა, რომ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანია BYD-ის ეხმარებოდა „სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასობით მილიარდი ფორინტით, დიპლომატიური მხარდაჭერითა და სახელმწიფო ინფრასტრუქტურით“.

„ჩვენ პეტერ სიიარტოს მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებასა და შეთანხმებას შევისწავლით, რომელიც უნგრეთში BYD-ის ინვესტიციასთან იყო დაკავშირებული“, – განაცხადა მადიარმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას უნგრეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ დეპუტატის მანდატი დატოვა და ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანია BYD-ში დასაქმდა.