მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 00:46
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი – სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ნებისმიერ სასამართლოში, სადაც კანონი კანონობს, ასეთი შეურაცხყოფა განიხილება როგორც ფსიქოლოგიური ტერორის გარკვეული სახე

Kvira.ge July 10, 2026 12:00 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

“ნებისმიერ სასამართლოში, სადაც კანონი კანონობს, ასეთი შეურაცხყოფა განიხილება როგორც ფსიქოლოგიური ტერორის გარკვეული სახე,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას აღნიშნა.

„სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი ზუსტად ასახავს იმ პრობლემას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და არა მარტო საქართველოში. ნებისმიერ სასამართლოში, სადაც კანონი კანონობს, ასეთი შეურაცხყოფა განიხილება როგორც ფსიქოლოგიური ტერორის გარკვეული სახე. საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ასეთი აუტანლობა, სიტყვიერი შეტევები, გამოხატვის თავისუფლება არის განზრახ ორგანიზებული“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სლოვენიის სასამართლოს გადაწყვეტილება განიხილა. ლუბლიანის საოლქო სასამართლომ მოსარჩელე დამნაშავედ ცნო შეურაცხყოფის ორი და ცილისწამების ერთი ეპიზოდისთვის და სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი