ენდი ბერნემი დონალდ ტრამპს ესაუბრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ენდი ბერნემი დონალდ ტრამპს ესაუბრა, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი საერთაშორისო სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართა.
სატელეფონო საუბრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მოსალოდნელია, რომ დღეს სატელეფონო საუბარი ენდი ბერნემსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორისაც შედგება.