„ამ ჭრილობის შეხორცებას დრო დასჭირდება, თუმცა…“ – ლეონელ მესი მიმართვას ავრცელებს

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ლეონელ მესი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და გუშინდელ თამაშს აჯამებს.
„ტკივილი ძალიან დიდია და ამ ჭრილობის შეხორცებას დრო დასჭირდება. თუმცა, თან მიმაქვს ყველაფერი კარგი… ის მატჩები, რომლებშიც ყველაფერი შემოვატრიალეთ, ბოლომდე დავიხარჯეთ და რომლებიც სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში; მთელი ქვეყნის მხარდაჭერა, რომელმაც ამ გუნდის შრომასა და თავდადებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მოგვცა შესაძლებლობა, მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის დავბრუნებულიყავით. დღეს რთულია იმის დაფასება, რაც გავაკეთეთ, მაგრამ ამ გუნდმა მსოფლიოს თასის ზედიზედ ორ ფინალამდე მიაღწია.
გულით დიდი მადლობა თითოეული მილოცვისთვის და თითოეული შეტყობინებისთვის. კიდევ ერთხელ შევძელით, როგორც ქვეყანას, გავერთიანებულიყავით და ერთად გაგვეზიარებინა უდიდესი სიამაყე — ვიყოთ არგენტინელები.
ასევე მინდა, ესპანეთს ჩემპიონობა მივულოცო“, – წერს ლეონელ მესი.