ტრამპმა შესაძლოა ახალი ტარიფები შემოიღოს – რომელი ქვეყნები შევა სიაში?

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაძლოა ახალი ტარიფები შემოიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times ავრცელებს.
- გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკვე მიმდინარე კვირას დაახლოებით 60 ქვეყნისთვის შეიძლება ახალი ტარიფები შემოიღოს, რაც 10-12.5%-ს შეადგენს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ახალი ტარიფები მოქმედ ტარიფებს ჩაანაცვლებენ, რომელთა ვადა მიმდინარე კვირის ბოლოს იწურება. მოქმედი ტარიფები კი 10%-ს შეადგენს.
გამოცემის ინფორმაციით, თეთრი სახლი 1974 წლის ვაჭრობის შესახებ კანონის 301-ე მუხლზე გამოძიების შედეგებს გამოიყენებს, რაც მას უზენაესი სასამართლოს მიერ შემოღებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობას მისცემს. ახალი ტარიფები იძულებით შრომაზე გამოძიების შედეგებს დაეფუძნება.
ცნობისთვის, 2026 წლის დასაწყისში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო “საპასუხო” ტარიფები, რომლებიც ტრამპმა 2025 წლის აპრილში შემოიღო. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია დროებით გადავიდა 10%-იან უნივერსალურ ტარიფებზე.
ქვეყანათა სიაში, რომლებსაც ეხება აშშ-ის სავაჭრო გამოძიება, შედიან: ევროკავშირი, ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, მექსიკა, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი, ტაივანი, მალაიზია და შვეიცარია.