მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 00:46
სწრაფი სიახლე
სპორტი

ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია – ზურიკო დავითაშვილი სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა

SportMedia July 10, 2026 7:00 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

onefootball-ის ინფორმაციით, “სენტ ეტიენისა” და საქართველოს ნაკრების 25 წლის შემტევი ზურიკო დავითაშვილი იტალიის სერია A-ს ბინადარ “ატალანტაში” გადასვლასთანაა ახლოს. 

 

ბერგამოელებმა ფრანგულ მხარეს მომხიბვლელი 8-ნიშნა შეთავაზება გაუკეთეს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და წესით, შეთანხმებაც მალე უნდა შედგეს. 

 

წყარო აღნიშნავს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა ინტერესი ძალიან სერიოზულია და აქტიური მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. 

 

შეხსენებისთვის, “ატალანტამ” გასულ სეზონში სერია A-ში მე-7 პოზიცია დაიკავა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს. კლუბს ამ ზაფხულს სათავეში ცნობილი იტალიელი სპეციალისტი მაურისიო სარი ჩაუდგა. 

წყარო: Sportall.ge