“ამ იდეაზე რას იტყოდით?” – კასილასს ფეხბურთში წესების შეცვლა სურს

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შემოღებული წყლის სავალდებულო შესვენებების ფონზე ფეხბურთის ფორმატის შეცვლის იდეა წამოაყენა.
იმის გათვალისწინებით, რომ მატჩების დროს წყლის შესვენებები უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, არ ფიქრობთ, რომ მატჩი ოთხ 25-წუთიან პერიოდად უნდა დაიყოს”, – დაწერა კასილასმა სოციალურ ქსელში.
წლევანდელ მუნდიალზე თითოეული ტაიმის შუაში სამწუთიანი წყლის სავალდებულო შესვენებები დაინერგა. ამავდროულად, FIFA-მ უკვე განაცხადა, რომ ეს პრაქტიკა ევრო 2028-ზე აღარ იქნება გამოყენებული.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარეობს. ტურნირი ისტორიაში პირველად 48 ნაკრების მონაწილეობით ტარდება.
წყარო: Sportall.ge