მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 | 01:58
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ირაკლი კირცხალია ვახო სანაიაზე: „რატომ გვიკვირს, რომ ამას ფუთავენ როგორც გამოხატვის თავისუფლებას? რატომ გვიკვირს ამას იტყვის ერთ-ერთი ნაცაქტივისტი, უბრალოდ ჟურნალისტის მანტიით მოვლენილი პოლიტიკურ ველზე?

Prime Time 22 ივლისი, 2026 · 23:34 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

მთავარ სცენარში, ის პუნქტი სადაც წერია, რომ სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი საზოგადოების პოლარიზაციის, რა თქმა უნდა, მოვისმენთ ვახო სანაიასთან დაკავშირებით ასეთ განცხადებებს [სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა], – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

მისივე შეფასებით, ვახო სანაია პოლიტიკურ ველზე ჟურნალისტის მანტიით შემოსილი ერთ-ერთი ნაცაქტივისტია.

„რატომ გვიკვირს, რომ ამას ფუთავენ როგორც გამოხატვის თავისუფლებას, რატომ გვიკვირს ამას იტყვის ერთ-ერთი ნაცაქტივისტი, უბრალოდ ჟურნალისტის მანტიით მოვლენილი პოლიტიკურ ველზე, მისი მეგობრები და იმ დავალებების შემსრულებლები რომელსაც აძლევენ მათი პატრონები? რატომ გვიკვირს, არ უნდა გვიკვირდეს“, – აღნიშნა კირცხალიამ.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, გენერალური დავალება საზოგადოების მაქსიმალური პოლარიზაციაა.

„პარლამენტის შენობის დაწვა მათმა პატრონებმა სცადეს რომ შეეფუთათ, როგორც გამოხატვის თავისუფლება. პოლიციელის დაწვა სცადეს, რომ შეეფუთათ სიტვის გამოხატვის თავისუფლებად, პრეზიდენტის სასახლის აღება ასევე გამოხატვის თავისუფლებად [შეფუთეს]. ყველაზე დიდი სითავხედე რაც გააკეთეს ბოლოს, სასამართლოს შენობის დაწვის მცდელობა, ამის გამართლებასაც კი შეეცადნენ. ერთი მთავარი რაც იყო გაწერილი ამ სცენარებში, გენერალურ დავალებაში, არის მაქსიმალურად საზოგადოების დაყოფა, რომელსაც წლიდან წლამდე რაღაც დონეზე ახერხებდნენ ტყულით, სიცრუით. როცა პირდაპირ ვხედავთ, რომ მთავარ სცენარში არის პუნქტი, სადაც წერია რომ სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი საზოგადოების პოლარიზაციისა, რა თქმა უნდა, მოვისმენთ ვახო სანაიასთან დაკავშირებით ასეთ განცხადებებს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.