მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 | 07:48
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – მივესალმები ევროკავშირის ძალისხმევას, გააუქმოს სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო აღიარება საქართველოს მთავრობის დუმილის ფონზე

IPN.ge 23 ივლისი, 2026 · 05:08 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

მივესალმები ევროკავშირის ძალისხმევას, გააუქმოს სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო აღიარება საქართველოს მთავრობის დუმილის ფონზე,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მივესალმები ევროკავშირის ძალისხმევას გააუქმოს სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო აღიარება.

საქართველოს მთავრობის დუმილის ფონზე, ევროკავშირი იცავს ჩვენს სუვერენიტეტს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უდავოა. მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს“, – წერს ზურაბიშვილი.