მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 03:14
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – აგენტურა არის მოშლილი – ეს ხომ ოპოზიციაც არ არის, ეს არის უცხოური აგენტურა და გამომდინარე იქიდან, რომ იბრძვიან პირველობისთვის, ამ კონკურენციაში, ვერ ახერხებენ იმ წარმატების შენარჩუნებასაც კი, რაც ჰქონდათ თუნდაც წლების წინ

IPN.ge July 10, 2026 6:01 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ნიუანსებს საერთოდ არ აქვს იდეაში მნიშვნელობა, მთავარი არის ის, რომ აგენტურა არის მოშლილი. ეს ხომ ოპოზიციაც არ არის, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა და აგენტურა, გამომდინარე იქიდან, რომ იბრძვის პირველობისთვის პატრონების წინაშე, ამ კონკურენციაში ისინი, ასე ვთქვათ, ვერ ახერხებენ იმ წარმატების შენარჩუნებასაც კი, რაც ჰქონდათ თუნდაც წლების წინ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პროცესები სწორი მიმართულებით ვითარდება აუცილებელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ ქმედებებს მიეცეს სათანადო სამართლებრივი შეფასება.

„შესაბამისად, პროცესები ვითარდება სწორი მიმართულებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ესეც არ არის საკმარისი. მთავარია, რომ ამ მოღალატეობრივ ძალას, მტრულ ძალას, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ მტრულად განწყობილ ძალას, სათანადო პასუხი გაეცეს და ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ საზოგადოების პასუხი არჩევნებზე. ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პასუხი – ეს არის აგენტურა, აგენტურას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, მათ საბოტაჟს სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება და ამისათვის, რა თქმა უნდა, ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.