მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 00:46
სწრაფი სიახლე
სპორტი

ლუკასთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია – მოდრიჩი “მილანშიც” რჩება და ბილიჩთან ერთად ხორვატიის ნაკრებშიც იქნება

SportMedia July 10, 2026 9:18 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

24sata-ს ცნობით, 40 წლის ლეგენდარული ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი საფეხბურთო კარიერას არ ასრულებს. მოსალოდნელი იყო, რომ ვეტერანი ფეხბურთელი ბუცებს ლურსმანზე მუნდიალის შემდეგ ჩამოკიდებდა, რაც მართალი არ აღმოჩნდა. 

 

ლუკა არამარტო “მილანთან” გაახანგლძრივებს 1 წლით კონტრაქტს და კვლავ “სან სიროზე” გაირჯება, არამედ წასვლას არც ხორვატიის ნაკრებიდან აპირებს. 

 

ხორვატთა მწვრთნელად სლავენ ბილიჩი ბრუნდება, რომელიც ამ პოზიციას 2006/12-წლებში უკვე იკავებდა და მოდრიჩიც თავისი ეროვნული გუნდის ღირსებას კიდევ 1 წლით დაიცავს. 

წყარო: Sportall.ge