მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 00:40
სწრაფი სიახლე
სპორტი

შეთანხმებასთან ახლოს – კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის

SportMedia July 10, 2026 11:56 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა BILD წერს, რომ გერმანიის ნაკრების ახალი დამრიგებელი იურგენ კლოპი გახდება და მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან. 

 

ფეხბურთის ფედერაციის ძირითადი ფიგურები – პრეზიდენტი ბერნდ ნოიენდორფი და მისი მოადგილე ჰანს-იოახიმ ვაცკე უახლოეს დღეებში აშშ-ში გაემგზავრებიან, სადაც კლოპს შეხვდებიან და გარიგების ბოლო დეტალებს შეათანხმებენ. 

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იურგენთან კონტრაქტი 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაფორმდება და ის წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. 

 

კლოპი ამჟამად Red Bull-ის სტრუქტურაში მუშაობს, მაგრამ გერმანულმა მხარემ კომპენსაციის გადახდის თავიდან აცილება მოახერხა, თუმცა იურგენი ბრენდის ელჩის როლში დარჩება.

წყარო: Sportall.ge