ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
პროკურატურა სასამართლოს ნიკო ხურცილავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდების მოთხოვნით მიმართავს. ძალადობის მუხლით დაკავებულმა დანაშაულის ჩადენის მოტივად ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა დაასახელა.
ონისე ოქრიაშვილს თავს 22 ივლისს, საცხოვრებელ სახლთან დაესხნენ. ხურცილავა პოლიციაში მომხდარიდან მალევე თავადვე გამოცხადდა.
ოპოზიციის აქტივისტ ონისე ოქრიაშვილს, რომელიც ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის მისამართით სიძულვილის ენას იყენებს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პროკურატურამ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.