მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 15:10
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

სახელმწიფო ელექტროსისტემა: 10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა

Kvira.ge 25 ივლისი, 2026 · 00:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს.

მათივე განმარტებით, მიმდინარეობს ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

„ავარიის დაფიქსირებისთანავე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ დაუყოვნებლივ დაიწყო ენერგოსისტემის აღდგენა. ინტენსიური და კოორდინირებული მუშაობის შედეგად ელექტროენერგიის ეტაპობრივად მიწოდება მომხმარებლისთვის უმოკლეს დროში დაიწყო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი