მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 15:10
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

„სააკაშვილის პოსტი ონისე ოქრიაშვილის მიმართ, არის მორიგი მტკიცებულება, თუ როგორი საქართველოს აშენება უნდოდა მას, როდესაც ბელადი იყო და ძალაუფლება ჰქონდა“ – გურამ მაჭარაშვილი

Prime Time 25 ივლისი, 2026 · 12:42 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

მიხეილ სააკაშვილის პოსტს სოციალურ ქსელში, სადაც ექსპრეზიდენტი ონისე ოქრიაშვილს საჯარო მხარდაჭერას უცხადებს, სიძულვილის ენის წახალისებად და ეროვნული ღირებულებების შეურაცხყოფად მიიჩნევენ “ქართულ ოცნებასა” და საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ სიძულვილის ენა არცერთ ქვეყანაში და არცერთ საზოგადოებაში არ ყოფილა მიღებული და “ეს არც ევროპა არ არის და არც ევროპული ღირებულება”.

“სააკაშვილის პოსტი ონისე ოქრიაშვილის მიმართ, არის მორიგი მტკიცებულება იმის, თუ როგორი საქართველოს აშენება უნდოდა მას, როდესაც ის ბელადი იყო და ძალაუფლება ჰქონდა. უნდოდა იმ საქართველოს აშენება, რომელსაც არც მწერალი უნდათ და აგინებენ, ისტორიას აგინებენ, საზოგადო მოღვაწეებს აგინებენ, ზოგადად, ვისაც მოუნდებათ და ვინც მათი წინააღმდეგი იქნება, შეურაცხყოფას მიაყენებენ. სიძულვილის ენა არცერთ ქვეყანაში და არც რთ საზოგადოებაში არ ყოფილა მიღებული და ეს არც ევროპა არ არის და არც ევროპული ღირებულება არ არის. ასეთი ევროპული ღირებულება უნდოდა ზუსტად სააკაშვილს და მის ნაც აგენტურას. ონისე ოქრიაშვილი ის პიროვნებაა, სხვათა შორის, რომელიც მთელ “ოცნების” მხარდამჭერებს, ანუ მილიონზე მეტ ადამიანს აგინებინებდა აქციაზე. თურმე ეს ყოფილა მომავალი საქართველო. არავის არ სჭირდება ასეთი მომავალი საქართველო და იმიტომაც არის სააკაშვილი სადაც არის და არასოდეს არ ექნება მის ასეთ ნარატივს მომავალი,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.