ყვარელში, ავარიისას დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა.
ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
რაც შეეხება ავარიის შედეგად დაშავებულ სხვა პირებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე ავტომობილში მყოფმა მგზავრებმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.