მთავარი კონტენტი
კვირა, 26 ივლისი, 2026 | 23:05
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ცნობილია ყვარელში, ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალის ვინაობა

Ambebi.ge 26 ივლისი, 2026 · 19:56 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ქალი სოფელ გავაზის მკვიდრი, 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია.

ექიმის ინფორმაციით, მას საავადმყოფოში მიყვანის დროს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

  • ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ალაზნის ხიდთან მოხდა – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ორივე ავტომობილში მყოფებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. დაშავებულებს შორის 2 არასრულწლოვანია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.