მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 | 11:15
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

IPN.ge 20 ივლისი, 2026 · 21:08 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კერძოდ, კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ივლისს 08:00-დან 08:10 საათამდე და 14:50-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში გმირის, ღვინჯილიას, სამხედროს, მუხრანის, შრომის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭილურტი, მჭადიჯვარი, ლამოვანი, ციხევდავი, გრემისხევი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:10 საათამდე და 16:50-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძალისი, ქსოვრისი, მუხრანი, ილტოზა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.