მთავარი კონტენტი
Wednesday, 15 July, 2026 | 00:52
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

Prime Time July 14, 2026 9:13 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, 15 ივლისს 11:00-იდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სიონი, გორისციხე, ვარდისუბანი, თოთი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 13:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ბაგა და მიმდებარე სოფლებში;

12:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში, თიანეთის გზატკეცილსა და ნასერალის ქედის მიმდებარედ;

12:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, შერმადინის, ბატონიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.