მთავარი კონტენტი
პარასკევი, 7 აგვისტო, 2026 | 20:54
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

მოძრაობა იზღუდება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

Prime Time 7 აგვისტო, 2026 · 19:28 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის №37-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების 1000 მმ-იან მაგისტრალურ მილსადენზე რთული ტექნიკური დაზიანების აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, აუცილებელია გზის სავალი ნაწილის დაკეტვა. შესაბამისად, 8 აგვისტოს 00:30 საათიდან 8 აგვისტოს 22:00 საათამდე, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას კუთხიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით, ფანჯიკიძის ქუჩის კუთხემდე, ავტომობილების გადაადგილება სრულად შეიზღუდება.

„აღნიშნული ავარიული ვითარების მასშტაბიდან გამომდინარე, ადგილზე მობილიზებული ტექნიკური ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში იმუშავებენ, რათა აღდგენითი პროცესი მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდეს. სამუშაოების ფარგლებში სრულად აღდგება დაზიანებული ქსელი, მოწესრიგდება ტერიტორია და დაიგება ასფალტის საფარი.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისა და შეფერხებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.