საფრანგეთში ტყის ხანძარმა თავდაცვის ქარხნებამდე მიაღწია(ფოტო) » kvira.ge

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ბორდოს რეგიონში ტყის ხანძრებმა საფრანგეთის მსხვილი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების ტერიტორიებამდე მიაღწია.
მედიის ცნობით, ხანძრის ზონასთან ახლოს აეროკოსმოსური კომპანია ArianeGroup-ის ოთხი ობიექტი მდებარეობს. ეს ობიექტები M51 ბალისტიკური რაკეტებისთვის მყარ საწვავს აწარმოებენ. კიდევ ერთი ობიექტი ევროპული გამშვები აპარატის, Ariane 6-ის ძრავებს აწარმოებს.
ამ ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს Roxel France, ევროპული რაკეტების მწარმოებელი MBDA-ს შვილობილი კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია რაკეტის ძრავების წარმოებაში. გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე განთავსებულია Dassault Aviation-ის, Safran-ის და Thales-ის საწარმოო ობიექტები, რომლებიც საფრანგეთის თავდაცვის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიებია.
ბოლო მონაცემებით, სახიფათო ზონებიდან დაახლოებით 220 000 ადამიანი იქნა ევაკუირებული.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ეს ზაფხული მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ქვეყნისთვის ხანძრების მხრივ ყველაზე ცუდია.
კომენტარები
კომენტარი









