მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 18:32
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

უბედური შემთხვევა ყარაჯალაში – მამაკაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

Prime Time 3 აგვისტო, 2026 · 17:34 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 56 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს, ერთ-ერთმა თანასოფლელმა, დაზიანებული ელექტროგაყვანილობის შეკეთებაში დახმარება სთხოვა. მამაკაცი ელექტროგადამყვან ბოძზე ავიდა, რა დროსაც დენმა დაარტყა.

გარდაცვლილის ჩამოყვანა მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც ენერგოკომპანიამ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება საგანგებოდ შეუწყვიტა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.