ქუთაისში, კორპუსის მშენებლობის დროს ხარაჩო ჩამოიშალა და ადგილზე დასაქმებული პირი მოიყოლა – რა დეტალებია ცნობილი ადგილიდან

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს ხარაჩო ჩამოიშალა და ადგილზე დასაქმებული პირი მოიყოლა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ბეტონის დასხმის დროს მოხდა.
- დაშავებულის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.
ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.