მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 23:52
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

„შეუძლებელია, არ შეიგრძნო ის სითბო და კულტურა, რომელიც ბატონი იმედო კახიანის ოჯახში ტრიალებს“ – რა კადრებს გვიზიარებს კოკი ფერაზი ფანგანი

Prime Time 15 აგვისტო, 2026 · 22:33 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

ინფლუენსერი კოკი ფერაზი ფანგანი სოციალურ ქსელში შოუბიზნესის ვარსკვლავებთან ერთად ხშირად ჩანს და მათი უდიდესი სიყვარულითაც სარგებლობს.

ამჯერად იგი, ახალ კადრებს აქვეყნებს და წერს, რომ იმედო კახიანის ოჯახში იმყოფებოდა სტუმრად. მისი თქმით, აქ სტუმრობა ზეიმია.

„სტუმრად ჩემს მეგობართან ნინისთან. უბრალოდ შეუძლებელია, არ შეიგრძნო ის წარმოუდგენელი სითბო და კულტურა, რომელიც ბატონი იმედო კახიანის ოჯახში ტრიალებს. თითოეული სტუმრობა აქ დიდი ზეიმია, სადაც წარსული და აწმყო ასეთ ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს“, – წერს კოკი ფერაზი ფანგანი და კადრებს გვიზიარებს.