შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 13 და 14 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:30 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, სოფრომაძის, საექიმოს, უჯარმის, მათიაშვილის, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, სოლომონ დოდაშვილის, ლობჟანიძის და რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 14 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III მიკრორაიონების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, სესილია თაყაიშვილის, მაისურაძის, ხომლელის, ილია სუხიშვილის, დამპალოს, თრიალეთის, ნიკოლოზ ლანდიას და მიხეილ გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კონსტიტუციის, გოგი დოლიძის, მოსაშვილის, ჩუბინაშვილის, ფიროსმანის, გია ყანჩელის, ფოცხვერაშვილის, კლდიაშვილის, გოგოლის, ნინოშვილის და ჩიტაის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.