მთავარი კონტენტი
კვირა, 16 აგვისტო, 2026 | 18:51
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

“ხმა გავრცელდა, რომ გზა არ არის და მტვერია – ამან ბაკურიანის პატარა სასტუმროები დააზარალა” – ეკა ორჯონიკიძე

Ambebi.ge 16 აგვისტო, 2026 · 17:13 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

„არსებული დისკომფორტის მიუხედავად, ვიზიტორები ნამდვილად არ აკლია დღეს ბაკურიანს“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა, ეკა ორჯონიკიძემ განაცხადა.

  • მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სასტუმრო კომპლექსები ძირითად შემთხვევებში სრულად დაჯავშნილი ან დაკავებულია, წინა წლებთან შედარებით ვიზიტორთა ნაკადი მაინც შემცირებულია.

როგორც ეკა ოჯრონიკიძე აცხადებს, დამსვენებლებს შორის ჭარბობენ საქართველოს მოქალაქეები და აღმოსავლეთის ქვეყნების ვიზიტორები, ხოლო ევროპელი ტურისტების წილი შედარებით დაბალია.

„ვიზიტორების კუთხით შემიძლია ვთქვა, რომ წინა წლებში უფრო მეტი დამსვენებელი იყო. თუმცა, დიდ სასტუმროებზე თუ ვისაუბრებთ, ახლაც რომ დავრეკოთ დიდ სასტუმროებში, ყველა ნომერი დაჯავშნილია ან დაკავებულია. ამ კუთხით თუ შევხედავთ, არსებული დისკომფორტის მიუხედავად, ვიზიტორები ნამდვილად არ აკლია დღეს ბაკურიანს. განაგრძეთ კითხვა>>>