Euromoney-მ „საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა

„საქართველოს ბანკი“ Euromoney Awards for Excellence 2026-ის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დასახელდა.
Euromoney, გლობალური ფინანსური გამოცემა, Awards for Excellence-ის ფარგლებში, უკვე 30 წელზე მეტია, მსოფლიოს მასშტაბით აჯილდოებს ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სტანდარტებით, ინოვაციური მიდგომებითა და მომხმარებლებზე ორიენტირებული საქმიანობით.
„მოხარული ვართ, რომ Euromoney-ის Awards for Excellence 2026-ზე საქართველოს ბანკის საქმიანობა კიდევ ერთხელ აღიარეს. ეს ჯილდო ჩვენი გუნდის ყოველდღიური შრომისა და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისკენ მუდმივი სწრაფვის შედეგია. მადლობას ვუხდით Euromoney-ს ამ მნიშვნელოვანი აღიარებისთვის, ასევე ჩვენს მომხმარებლებსა და პარტნიორებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის“, — აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, თორნიკე კუპრაშვილი.
აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების ფარგლებში ფასდება როგორც ბანკები, ისე არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტები და ტექნოლოგიური კომპანიები. წლევანდელი კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო და მასში 100-ზე მეტი ქვეყნიდან რამდენიმე ასეული ფინანსური ინსტიტუტი მონაწილეობდა.
(R)