ამ ნიშნებით დემენციას ადრეულ ეტაპზე ამოიცნობთ – ზაზა თელიას რჩევა

რომელი ნიშნებით შეგვიძლია, დემენციქ ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ – ამ თემაზე დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო”ვრცლად საუბრობს:
„დემენციის ადრეული ნიშნები და სიმპტომები:
მეხსიერების დაკარგვა, განსაკუთრებით ახალი ინფორმაციის ათვისების სირთულე.
ორიენტაციის დარღვევა – ნაცნობ ადგილებში გზის აბნევა ან დროის შეგრძნების დაკარგვა.
კომუნიკაციის სირთულე – როდესაც ადამიანი სიტყვებს ვერ პოულობს და საუბარი გაწყვეტილია.
რთული ამოცანების შესრულების გაძნელება – მაგალითად, გადასახადების გადახდა ან კერძის რეცეპტით მომზადება. ფსიქოლოგიური ცვლილებები – კომუნიკაციის გაძნელების გამო ადამიანს ხშირად დეპრესია, შფოთვა ან აპათია ეწყება”,- ამბობს ზაზა თელია.