მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 05:30
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

აშშ-ში ბენზინის ფასი ორ დღეში 9 ცენტით გაიზარდა

Prime Time July 10, 2026 5:18 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

აშშ-ში, ბენზინის საშუალო ფასი ღამით კიდევ 4 ცენტით გაიზარდა და გალონზე 3.88 დოლარს ოდნავ გადააჭარბა. გუშინ, 5 ცენტით ზრდის შემდეგ, ბენზინის ფასი ახლა გალონზე 9 ცენტით მეტია, ვიდრე სულ რაღაც ორი დღის წინ იყო.

ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ეს შეიძლება ცოტა გაზვიადებულად მოგეჩვენოთ, იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობის ფასები მხოლოდ 6%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ირანმა სპარსეთის ყურეში შეტაკებები განაახლეს. თუმცა, ბენზინის ფასები ასე იცვლება: ისინი რაკეტასავით იწევს და ბუმბულივით ვარდება“, – წერს მედია.