მთავარი კონტენტი
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 | 15:58
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

დავით რუსია: სებ-ის ახალი პლატფორმა სასარგებლოა როგორც საბანკო დაწესებულებებისთვის, ასევე მათი კლიენტებისთვის

Prime Time 17 ივლისი, 2026 · 13:20 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

„ინფორმაციის ასიმეტრიულობა, რაც მომხმარებლებისთვის ყველა ბანკში არსებულ განაკვეთებზე ინფორმაციის ფლობას ნიშნავს, გააადვილებს არჩევანს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მისცემს შესაძლებლობას ბანკთან მეტი მოლაპარაკების ბუფერი შეიძინონ და მოითხოვონ უკეთესი პირობები. თავის მხრივ კი საბანკო დაწესებულები შეძლებენ პორტალზე ინფორმაციის გადამოწმებას და თავიანთი კლიენტების უკეთესად დაკმაყოფილებას”, – აღნიშნა საქართველოს საბანკო ასოციაცია ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ, საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო მომსახურების ტარიფების შედარების ახალი პლატფორმის შეფასებისას.

რუსიას თქმით, ეროვნული ბანკის ახალ პორტალზე ასახული ინფორმაცია იქნება რელევანტური, გამოსადეგი და სასარგებლო როგორც საბანკო დაწესებულებებისთვის ასევე მათი კლიენტებისთვის, ამავდროულად ხელს შეუწყობს საფინანსო სექტრში კონკურენციის ზრდას.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე საგადახდო მომსახურების ტარიფებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შედარების პლატფორმა ამოქმედდა. ახალი ფუნქციონალი საფინანსო სექტორის მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს ერთიან სივრცეში მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა კომერციული ბანკის, ასევე პროვაიდერების მომსახურებების ტარიფების შესახებ, შეადარონ მათი პირობები და მეტად ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

აქამდე მომხმარებლებს სხვადასხვა ბანკის საგადახდო მომსახურებების ტარიფების, ვალუტის გაცვლითი კურსების, დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შესადარებლად თითოეული ბანკის ვებგვერდზე ინფორმაციის ცალ-ცალკე მოძიება უწევდათ, რაც დამატებით დროსა და რესურსს მოითხოვდა. ახალი ფუნქციონალის საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა  ექნება:• შეადაროს სხვადასხვა კომერციული ბანკის საგადახდო ანგარიშებთან დაკავშირებული მომსახურების ტარიფები;• სხვადასხვა ფილტრის გამოყენებით შეარჩიოს მომსახურებები მისთვის საინტერესო კრიტერიუმებით და მარტივად შეადაროს სხვადასხვა ბანკის შეთავაზებები;• მიიღოს განახლებული ინფორმაცია კომერციული ბანკების მიმდინარე გაცვლითი კურსების შესახებ;• გამოიყენოს მარტივი, რთული, საბარათე და ვალუტის გაცვლის კალკულატორები სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების წინასწარ შესაფასებლად;• ასევე, შეადაროს კომერციულ ბანკებში მოქმედი დეპოზიტების ეფექტური საპროცენტო განაკვეთები და აირჩიოს ფულის დაზოგვის მისთვის საუკეთესო ალტერნატივა.