ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის საპრეტენზიო განაცხადების მიღება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება და 6 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადებით მიმართონ. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდზე: online.naec.ge.
გამოსაცდელებს შეუძლიათ გაასაჩივრონ როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.
საპრეტენზიო განაცხადის შევსების საფასურს გამოსაცდელი განაცხადის შევსებამდე იხდის. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასური 50 ლარია. ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში, თანხა განცხადების საფუძველზე დაბრუნდება.
საპრეტენზიო განაცხადის შევსების დეტალური ინსტრუქცია 4 აგვისტოს გამოქვეყნდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანას გამოსაცდელები საპრეტენზიო განაცხადებზე პასუხების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეძლებენ.