მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 14:41
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

“ვინ ყიდულობს ნაალაფარ სახლებს?.. თუ ნაალაფარი არ არის, საბუთები რატომ არა აქვს?” – როგორ ყიდიან აფხაზეთში ქართველების სახლებს

Ambebi.ge 30 ივლისი, 2026 · 13:16 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ალაფად მიტაცებული ქართველების სახლების გაყიდვა ბოლო წლებში ინტერნეტში საგრძნობლად გააქტიურდა. TikTok-სა და Telegram-ზე შექმნილია სპეციალური გვერდები: “აფხაზეთის უძრავი ქონების ბაზარი”, “აპსნი რიელტორი” და სხვა, სადაც აქვეყნებენ განცხადებებს ფოტოებითა და ვიდეოებით, რომ სახლებსა და მიწის ნაკვეთებს ყიდიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი ნაწილი ომის შემდეგ მიტაცებული ქონებაა და კანონიერ მეპატრონეებს დღემდე დევნილები წარმოადგენენ. განცხადებების კომენტარებში თავად მომხმარებლები ხშირად კითხულობენ: ნამდვილმა პატრონმა იცის, რომ მის სახლს ყიდით?” თუმცა ვაჭრობა მაინც გრძელდება და აფხაზების ცინიკური პასუხებიცაა: “თქვენს სახლს ვყიდით”.

  • “სახლის წიგნაკი” სამჯერ აძვირებს მიტაცებული ქონების ფასს. კადრებში ხშირად ჩანს მიტოვებული ეზოები, ეკალბარდებით დაფარული ნაკვეთები, წაქცეული, დაჟანგებული ჭიშკრები და ღობეები, ნატყვიარი კედლები, ჩამონგრეული სახურავები და სახლები, რომელთა კიბეებს ბალახი და ხავსი მოსდებია.

ზოგან მხოლოდ კედლებია დარჩენილი. განცხადებების უმეტესობაში წერია, რომ ქონებას ახლავს მხოლოდ დე ფაქტო მუნიციპალიტეტის გაცემული ე.წ. ინსპექტირების აქტი, რაც ადგილობრივ პრაქტიკაში საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა. ერთეულ შემთხვევებში მითითებულია, რომ სახლს აქვს “სახლის წიგნაკი”. ასეთი ქონება ბაზარზე მნიშვნელოვნად ძვირად ფასობს, ზოგჯერ სამ-ოთხჯერ მეტადაც, ვიდრე უსაბუთო სახლები.

ერთ-ერთი განცხადებით, აჭანდარაში იყიდება 2 000 კვმ მიწის ნაკვეთი შენობის ნანგრევებით. ვიდეოში ჩანს დაჟანგებული ჭიშკარი, დანგრეული ღობე, გადატეხილი ხეები და მხოლოდ ბეტონის კედლებია. ფასი – 2,5 მილიონი რუბლი. კომენტარებში კითხულობენ: “ვინ ყიდულობს ნაალაფარ სახლებს?.. თუ ნაალაფარი არ არის, საბუთები რატომ არა აქვს?.. ნამდვილმა პატრონმა იცის, რომ მის სახლს ყიდით?” და “შეიძლება კანონიერი მეპატრონე საკუთარ ეზოშივე იყოს დამარხული”… წაიკითხეთ ვრცლად