თელავის სასტუმროში მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებულმა რუსეთის მოქალაქემ საქართველო დატოვა – რას წერს რუსული მედია

თელავის სასტუმროში მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებულმა რუსეთის მოქალაქემ საქართველო დატოვა. საგამოძიებო უწყებას ქალისთვის ქვეყნიდან გასვლის უფლება არ შეუზღუდავს. ამის შესახებ TASS-ს რუსეთის მოქალაქის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განუცხადა.
„დიახ, მან საქართველო უკვე დატოვა. პრინციპში, გამოძიებას მისთვის ქვეყნის ფარგლების დატოვება არც აუკრძალავს, უბრალოდ, საქმის გამოძიების ეტაპზე იგი გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა“, – განაცხადა ადვოკატმა.
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის დროს მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.