მთავარი კონტენტი
კვირა, 9 აგვისტო, 2026 | 16:02
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

ოქროს ფასმა ბოლო 2 თვის მაქსიმუმს მიაღწია – გაგრძელდება თუ არა გაძვირება

Prime Time 9 აგვისტო, 2026 · 14:06 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

Trading Economics-ის მონაცემებით, 7 აგვისტოს ოქროს ფასი უნციაზე 4,350 დოლარს გადასცდა, რაც ბოლო ორი თვის სარეკორდო მაჩვენებელია. ექსპერტები ძვირფასი ლითონის გაძვირებას 4 მთავარი ფაქტორით განმარტავენ:

აშშ-ის სუსტი შრომის ბაზარი: შემცირდა მოლოდინი, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის.ობლიგაციების შემოსავლიანობის დაცემა: სახელმწიფო ობლიგაციების სარგებლის შემცირებამ ოქრო ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გახადა.ენერგობაზრის გაურკვევლობა: შენარჩუნდა მოთხოვნა ოქროზე, როგორც „უსაფრთხო აქტივზე“.მასშტაბური შესყიდვები: ჩინელი ინვესტორები და მსოფლიოს ცენტრალური ბანკები აქტიურად ავსებენ ოქროს რეზერვებს.