მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 15:13
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

Prime Time 15 ივლისი, 2026 · 10:06 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის შესაბოლ საწარმოში – შპს“ კობი თევზი“ ( მის: ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. N62; ს/კ 400330600 ). 

შემოწმებისას გამოვლინდა  კრიტიკული და არაკრიტიკული  შეუსაბამობები: 
ვადაგასული სურსათი,  ჰიგიენური ნორმების,  ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესების დარღვევა. გარდა ამისა ,  ბიზნესოპერატორი  ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. 

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.