მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 15:58
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

უკანონო კრიპტო საქმიანობისთვის ერთ პირს ბრალი წარედგინა

Prime Time 12 აგვისტო, 2026 · 14:34 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

საქართველოს პროკურატურამ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ჯგუფი, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, თბილისში ახორციელებდნენ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას. ჯგუფის წევრები სისტემატურად ახდენდნენ სხვადასხვა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგაცვლას ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, რა დროსაც ვირტუალური აქტივის შესანახ ელექტრონულ საფულეში – კრიპტო მისამართის (Tron-ის ბლოქჩეინის) გამოყენებით, ახორციელებდნენ ვირტუალური აქტივის (USDT) კონვერტაციას და სანაცვლოდ იღებდნენ სარგებელს საკომისიოს სახით, ტრანზაქციის ღირებულების 1%-ის ოდენობით.

  უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ 2026 წლის 16 მარტიდან – 2026 წლის 06 აგვისტოს პერიოდში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 619 419.33 ლარი.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 – დან 5 – წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გრძელდება გამოძიება სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების გამოვლენისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მხილების მიზნით