უნდა მივიღოთ თუ არა D ვიტამინი ზაფხულში – არუნ ხათრის რჩევა

ინდური ხალხური მედიცინის სპეციალისტი არუნ ხათრი სოციალურ ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებს საინტერესო რჩევებს. ამჯერად ის D ვიტამინის ზაფხულში მიღებასთან დაკავშირებით საუბრობს.
„მითია, რომ ზაფხულში D ვიტამინი საჭირო არ არის და მზე უფასო ვიტამინია. ეს ასე არ არის. მზეზე უბრალოდ გასვლა არ ნიშნავს ამ ვიტამინის მარაგის შევსებას. 1 საათი მზეზე თუ ხარ შიშველ მდგომარეობაში მიიღებ 8000 დან 1000 მდე. თუ დღეს იყავი ერთი საათი და ხვალ ჩააგდე, უკვე დეფიციტში ხარ. რაც უფრო მაღალია D ვიტამინი, მით უფრო დაზღვეული ხარ სხვადასხვა დაავადებებისგან. D ვიტამინი ხელფასივითაა, რაც უფრო მეტი, მით უკეთესი“ – ამბობს ვიდეოში არუნ ხათრი.