მთავარი კონტენტი
Friday, 10 July, 2026 | 21:58
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

IPN.ge July 10, 2026 8:46 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება. ყველამ ვიცით, რომ ალეკო ელისაშვილი 13 წელი საპატიმროში არ იჯდება – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა, რითაც ალეკო ელისაშვილის მიმართ მოსამართლის მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „320 – ლარიანი ზარალი ვერასდროს შეფასდება როგორც ტერორიზმი“.

„არავის გვქონია მოლოდინი, რომ უსამართლო სასამართლო უცებ, დღეს, გადაწყვეტდა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებები უნდა მიეღო. როდესაც ალეკოს ბრალი დაუმძიმეს და ტერორიზმის მუხლი შეუფარდეს, ვნახეთ, რომ ეს იყო შალვა პაპუაშვილის სატელევიზიო ეთერის შემდეგ, სადაც მან აღნიშნა, რომ ალეკომ ჩაიდინა ტერორიზმი. დღეს ვნახეთ, დილით კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და ამის შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი გამოცხადებული ბრალი. გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება. ყველამ ვიცით, რომ ალეკო ელისაშვილი 13 წელი საპატიმროში არ იჯდება.

მინდა მივმართო საზოგადოებას, საუბარია 320 – ლარიან ზარალზე. 320 – ლარიანი ზარალი ვერასდროს შეფასდება როგორც ტერორიზმი. საბედნიეროდ, სახეზე არ არის დაზარალებული, არ გვაქვს მსხვერპლი. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სამართლიანი სასამართლო სჭირდება ქვეყანას. სანამ ჩვენს ქვეყანაში არ არის სამართლიანი სასამართლო, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ გვაქვს სახელმწიფო“,- განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

ცნობისთვის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი,ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.