მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026 | 00:36
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

ქულა ან მოგემატებათ, ან დაგაკლდებათ ან უცვლელი დარჩება – საპრეტენზიო განაცხადის შევსების ინსტრუქცია

Prime Time 4 აგვისტო, 2026 · 20:38 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, რომლებიც მიღებულ შეფასებას არ ეთანხმებიან, შესაძლებლობა აქვთ საპრეტენზიო განაცხადით მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.

საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ელექტრონულად, ვებგვერდზე online.naec.ge 4 აგვისტოს 10:00 საათიდან 6 აგვისტოს 18:00 საათამდე.

გამოსაცდელს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ისე რამდენიმე დავალება.

გასაჩივრების საფასური უნდა გადაიხადოთ საპრეტენზიო განაცხადის შევსებამდე.

ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში, განცხადების საფუძველზე თანხა უკან დაბრუნდება).

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გამოსაცდელის პირადი ნომერი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა – პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი.

საპრეტენზიო განაცხადის შევსების ინსტრუქცია