„ძლიერი საქართველო – ლელო“ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს მოითხოვს, მათ შორის დღგ-ს გადახდის ვალდებულების 100 ათასის ნაცვლად, 500 ათასი ლარის ბრუნვის შემთხვევაში წარმოშობას და ქონების გადასახადის გადახდის ზღვრის 100 ათას ლარამდე გაზრდას

„ძლიერი საქართველო – ლელო” მოითხოვს დღგ-ს გადახდის ვალდებულება, 100 ათასი ლარის ნაცვლად, 500 ათასი ლარის ბრუნვის შემთხვევაში წარმოიშვას. ეს ცვლილება ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვან დანაკლისს არ მოიტანს, მაგრამ იქნება უდიდესი სტიმული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
„ძლიერი საქართველო – ლელო” მოითხოვს დღგ-ს გადახდის ვალდებულება, 100 ათასი ლარის ნაცვლად, 500 ათასი ლარის ბრუნვის შემთხვევაში წარმოიშვას. ეს ცვლილება ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვან დანაკლისს არ მოიტანს, მაგრამ იქნება უდიდესი სტიმული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, თორნიკე ართქმელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბევრად რაციონალური იქნება, ქონების გადასახადის გადახდის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდოს.
„საქართველოში აუცილებელია საგადასახადო კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც მოქალაქეებს დაუტოვებს ბევრად მეტ შემოსავალს და ოცნების მაღალჩინოსნებს ნაკლებ ფულს ბიუჯეტიდან მოსაპარად.
პირველ რიგში, “ძლიერი საქართველო – ლელო” მოითხოვს დღგ-ს გადახდის ვალდებულება, 100 ათასი ლარის ნაცვლად, 500 ათასი ლარის ბრუნვის შემთხვევაში წარმოიშვას. ეს ცვლილება ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვან დანაკლისს არ მოიტანს, მაგრამ იქნება უდიდესი სტიმული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მეორე უდიდესი პრობლემა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ არის ქონების გადასახადის 40 ათას ლარიანი ზღვარი, რომელიც ასევე 20 წელზე მეტი ხნის წინ დაწესდა, რის შემდეგაც ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის გამო 40 ათასი ლარი ოჯახზე საერთოდ არ არის ის ზღვარი, რომელიც შეიძლება ქონების გადასახადის წარმოშობის ვალდებულებას ქმნიდეს.
ბევრად რაციონალური იქნება, ქონების გადასახადის გადახდის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდოს.
2005 წელს დადგენილი საგადასახადო ზღვრები დღემდე უცვლელია, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ქვეყანამ არაერთი ეკონომიკური გამოწვევა გაიარა, კატასტროფულად გაიზარდა ინფლაცია, შეიცვალა ფასები და ფულის მსყიდველუნარიანობა. თუმცა სახელმწიფო კვლავ 20 წლის წინ დაწესებული კრიტერიუმებით ბეგრავს მოქალაქეებსა და მცირე ბიზნესს.
“ქართული ოცნება” მაქსიმალურად ცდილობს მოქალაქეების ჯიბეებიდან ამოიღოს მილიონობით ლარი, რომელიც მერე კორუფციულ სქემებში იხარჯება და ოცნების მაღალჩინოსნებს ამდიდრებს. საქართველოს საგადასახადო პოლიტიკა არის მოძველებული და ვერ პასუხობს ვერც მცირე და საშუალო ბიზნესის და ვერც საქართველოს მოქალაქეების გამოწვევებს“,- განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.