მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 18:58
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

Reuters – ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

IPN.ge 20 აგვისტო, 2026 · 17:33 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იაპონიის სანაპირო დაცვის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ქვეყნის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის მიღმა, ზღვაში ჩავარდა.

ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვების ფაქტი სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულმა შტაბებმაც დაადასტურა.

სამხრეთ კორეის გართიანებული შტაბების ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ 10 მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვა.