ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017 02:49
3379

გერმანიასა და თურქეთს შორის უკიდურესი დაპირისპირების  პირობებეში, 7-8 ივლისს ჰამბურგში G-20-ს სამიტი გაიმრთება, სადაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანიც მიიღებს მონაწილეობას. 

გერმანიის ხელისუფლებამ, რომელიც ერდოღანის მთავრობას გასული წლის ამბოხების შემდეგ, საკუთარ თანამემამულეებზე განხორციელებულ დევნაში და არადემოკრატიულ გადაწყვეტილებებში ადანაშაულებს, თურქეთის ხელისუფლების მიერ გერმანელი დიპლომატებისათვის ინჯირლიკის ბაზაზე ჩასვლის აკრძალვის გამო, ერთი თვის უკან, ამ ბაზაზე ნატო-ს ეგიდით განთავსებული საკუთარი  ჯარი იორდანიაში გადაიყვანა, რითაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბა. 

ერდოღანმა, რომელიც გერმანიის ხელისუფლებას, გიულენის მომხრეების მფარველობაში ადანაშაულებს, G-20-ს სამიტზე, გერმანიაში მცხოვრები თავისი თანამემამულეებისადმი მიტინგის ფორმატით მიმართვის უფლება მოითხოვა, რაზეც გერმანელებისაგან კატეგორიული უარი მიიღო.

გერმანიამ ერდოღანს არათუ მიტინგის ჩატარება, არამედ აშშ-ში თურქეთის საელჩოსთან მომიტინგეების დარბევაში ეჭვმიტანილი, დაცვის 12 წევრის ჩაყვანაც აუკრძალა ჰამბურგში.

მიუხედავად ამისა, ერდოღანი მაინც არ მოეშვა გერმანიის ხელისუფლებას და მან კიდევ ერთი - გერმანიაში მცხოვრები თურქებისადმი ვიდეომიმართვის უფლება ითხოვა, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი, ნებართვის შემთხვევაში,  გერმანიაში თურქეთის საკონსულოდან განახორციელებდა... თუმცა გერმანიამ ერდოღანს ამაზეც უარით უპასუხა.

G-20-ს სამიტამდე 2 დღით ადრე, თურქეთის პრეზიდენტი გერმანიას მუქარას უთვლის... ტაიპ ერდოღანის განცხადებით, გერმანია, რომელიც მას სიტყვით გამოსვლის უფლებას არ აძლევს, თვითმკვლელობას ახდენს. ,,სიტყვის გამოსვლის ამკრძალავი გერმანია თვითმკვლელობას ახდენს. მისი ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება - თვითმკვლელობაა",- აცხადებს ედოღანი, რომელიც არ აკონკრეტებს თავისი განცხადებაში გულისხმობს თუ არა გერმანიაში მცხოვრები თანამემამულეებით ქვეყნის დესტაბილიზებას.

მიუხედავად ამისა, გერმანიის ხელისუფლება ერდოღანის სურვილებში გარკვეულ დესტრუქციულ ელემნტებს ხედავს, რის გამოც მას ქვეყანაში მილიონობით მცხოვრები თანამემამულის წინაშე სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. ამ თემაზე გერმანულ მედიასთან ცოტა ხნის უკან კანცლერმა ანგელა მერკელმაც ისაუბრა...

,,ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ თურქული ფესვების მქონე მოქალაქეებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება, ჩემი ყველაზე დიდი სურვილია. მილიონობით მათგანმა გერმანია სამშობლოდ აღიარა და გვინდა, რომ მათ ყველა ჩვენთაგანთან გათანაბრებული შანსები და პირობები ჰქონდეთ.

ამასთანავე თურქეთთანაც გვინდა ჭკვიანი ურთიერთობი დავამყაროთ... მიუეხედავად იმისა, რომ ამჟამად ერდოღანს ძალიან განსხვავებული პოზიციები უჭირავს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მე, როგორც კანცლერი, დენიზ იუჯელისა და სხვა თურქი ჟურნალისტების განთავისუფლების მოთხოვნისაგან თავს არ შევიკავებ... პირიქით",- განაცხადა მერკელმა.






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account