ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017 03:05
1078

თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ინტერპოლს, გასული წლის 15 ივლისის ამბოხების მონაწილეობაში ეჭვმიტანილი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი 60.000 მოქალაქის მიმართ, რომელთა სიაც საიტზე აიტვირთა, წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადება მოსთხოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინტეპოლმა ძებნაზე ასაყვანი მოქალაქეების უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის  და მათ მიერ წაყენებული ბრალდებების არადამაჯერებლობის გამო, თურქეთის სამართალდამცავების მიერ ძებნაზე გამოცხადებული პირები  ძებნილთა სიიდან ამოშალა და ამ საკითხის განხილვა თაროზე შემოდო.

თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორისტულ ორგანიზაცია FETÖ-დ წოდებული ფეტულაჰ გიულენის მხარდამჭერებიდან, ძებნილთა სიაში შეტანილთა შორის, უდიდესი უმეტესობა ადვოკატები, მოსამართლეები, პოლიციელები, ნატოს ბაზებზე მომუშავე სამხედროები, მეცნიერები, ჟურნალისტები და სახელმწიფო მოხელეები არიან.

 






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account